რას გააკეთებენ პანდემიის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა – ამირან გამყრელიძემ, მისმა მოადგილე პაატა იმნაძემ და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა “ფეისბუქლაივის” კითხვებს უპასუხეს. ერთ-ერთი კითხვა  ასეთი იყო, თუ რას გააკეთებდნენ ისინი პანდემიის დასრულების შემდეგ.
-ხათუნა ზახაშვილის თქმით, ის შვებულებას აიღებს და დასასვენებლად წავა.
-პაატა იმნაძეს ყველაზე მეტად შვილიშვილებთან ჩახუტება ენატრება. ამირან გამყრელიძე  ამბობს, რომ შვილიშვილებთან ერთად რაჭაში წასვლა სურს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები