რას აცხადებს ხატია ბუნიათაშილის დედა შვილისა და ორლანდო ბლუმის ურთიერთობაზე

ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათაშილისა და ორლანდო ბლუმის ურთიერთობაზე kvirispalitra.ge პიანისტის დედას ნატალია ბაღდავაძე-ბუნიათიშვილს დაუკავშირდა.
– მესმის, თქვენი ჟურნალისტური ინტერესები, სხვანაირად არც დამისვამდით ამ შეკითხვას, მაგრამ მეც გამიგებთ ალბათ, ხატიას პირად ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ.
– მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველისა და ჰოლივუდის მსახიობის ახლო ურთიერთობის ამსახველი ფოტოები ვრცელდება და ინტერესი ბუნებრივია…
– “გლობალ სიტისზე” რომ გამოვიდა ამდენ ვარსკვლავებთან ერთად, ეს არ იყო საინტერესო ამბავი? პარიზის ბასტილიის დღესასწაულზე რომ მიიწვიეს, მაგრამ გაუძლო ცდუნებას და გერგიევის გამო უარი თქვა მონაწილეობაზე, ეს არ იყო პირველი შემთხვევა? დიდ პატივს გცემთ, მაგრამ მეტს ვერაფერს ვიტყვი…
– ანუ, ხატიასა და ორლანდოს რომანი აქვთ თუ არა ამ ინფორმაციას არც ადასტურებთ და არც უარყოფთ…
– გიმეორებთ, ხატიას პირადზე არასდროს ვლაპარაკობ!

წყარო:kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები