რას აცხადებს ჩცდ-ს შემოქმედებითი ჯგუფი სუპერმარკეტებში „ღორჯო ყრდელში“ გამოჩენის შესახებ

ერთ-ერთ სუპერმარკეტში ახლახანს გამოჩენილ სალათს, სახელწოდებით “ღორჯო ყრდელში” არანაირი კავშირი არ აქვს ფორმულა „კრეატივთან“, „ბათე ჯენერალსთან“ და ჩვენ სერიალთან, – ამის შესახებ ნათქვამია სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითი ჯგუფის მიერ განცხადებაში, რომელიც ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

„მეგობრებო, გვსურს განგიმარტოთ, რომ ერთერთ სუპერმარკეტში ახლახანს გამოჩენილ სალათს, სახელწოდებით “ღორჯო ყრდელში” არანაირი კავშირი არ აქვს ფორმულა „კრეატივთან“, „ბათე ჯენერალსთან“ და ჩვენს სერიალთან.

სუპერმარკეტების ქსელმა ჩვენი სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟის, ლუნა მაზიაშვილის მოფიქრებული და სერიალში არაერთხელ გაჟღერებული კერძი “ღორჯო ყრდელში”, ჩვენთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების ან ნებართვის გარეშე დაარქვა გაურკვეველი შემადგენლობის მქონე სალათს და ჩაუშვა გაყიდვაში.

შესაბამისად, ვემიჯნებით სუპერმარკეტის მიერ მყიდველის შეცდომაში შეყვანის მცდელობას – თუ შეიძენთ ნუ გეგონებათ, რომ ჩვენი ლუნას საფირმო სალათს მიირთმევთ. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებსაც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები