ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი დააკავეს.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს
„პრაიმტაიმთან“ კომენტარს აკეთებს ლევანის დედა, ნონა ჯიბღაშვილი.
ნონა ჯიბღაშვილი: – არაფრის თქმა შემიძლია. რაღაც გაუგებრობაა და იმედია, გაირკვევა.
– ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ის დამნაშავე არ არის?
– რა თქმა უნდა. რაღაც გაუგებრობაა.
წყარო: https://www.primetime.ge