რას აპირებს წინასაარჩევნოდ ინგა გრიგოლია – მორალურად ვემზადები…

პირველი თებერვლიდან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მაყურებლის წინშე ახალი გადაცემით წარდგება. როგორც გაზეთ „პრაიმტაიმს“ თავად ჟურნალისტმა განუცხადა, იგი ახალ გადაცემას – „ახალი ამბები ინგა გრიგოლიასთან ერთად“ ყოველდღე, დღეში სამჯერ, პირველზე, ოთხზე და შვიდ საათზე გაუძღვება.
„არასოდეს წამიყვანია ახალი ამბები, ეს პირველი იქნება ჩემთვის. მეყოლება სტუმრებიც. მორალურად ვემზადები. ეს იქნება ნიუს+ტოქშოუ. ვფიქრობ, წინასაარჩევნო პერიოდში ეს მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. ეს არის ყველაზე ცხოველური რეჟიმი, რომლითაც კი მიმუშავია. შაბათ-კვირას ლევან ჯავახიშვილს ვუთმობ, რომელიც ტოქშოუს გააკეთებს. როლები გავცვალეთ მე და ლევანმა. მე აქამდე არასოდეს წამიყვანია ახალი ამბები და ლევანს – ტოქშოუ. 20:00 საათზე ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია იქნებიან ეთერში“,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები