რას ამბობს ზურა ხაჩიძე ხათუნა ჟორდანიას ორსულობასა და ნინი ქარსელაძის გათხოვებაზე

ჯგუფი “ქუჩის ქიჭები” ახალი წლის მთავარ კონცერტზე ისევ არ დაპატიჟეს. მის წევრს, ზურა ხაჩიძეს, ამაზე პასუხი არ აქვს და უკვე აღარც უკვირს. სამაგიეროდ მისი სოლო კარიერა წინ მიდის და ჯგუფიც ბევრ შეთავაზებას იღებს.
25 დეკემბერს ზურა 38 წლის გახდა. მომღერალმა კარიერასა და პირად ცხოვრებაში განვლილი ეტაპები წინასაახალწლოდ “სარკესთან” შეაჯამა.
– 2016 წელი თქვენთვის იმითაც იყო გამორჩეული, რომ თქვენი და ხათუნა ჟორდანიას ოჯახი 15 წლის გახდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი და ლამაზი თარიღია.
– მგონი, შოუბიზნესში ერთადერთი კაცი ვარ, რომელმაც ქორწინების ხანგრძლივობის რეკორდს გადავაჭარბე. ეს, პირველ რიგში, ხათუნას დამსახურებაა. ქალს ბევრი რამ შეუძლია, თუ ის მოწოდების სიმაღლეზე დგას, ოჯახი ბედნიერი და ფეხზე დამდგარი იქნება. რასაკვირველია, ამ ყველაფერში კაციც მონაწილეობს, მაგრამ მაინც ქალზე გადადის ყველაფერი. საქართველოს მართლაც ძლიერი ქალები ჰყავს. თქვენ შეგიძლიათ ის, რაც არ შეუძლია მსოფლიოში არც ერთ ქალს.
ჩვენი ოჯახის მთავარი ბედნიერება ის არის, რომ ერთმანეთი გვყავს და თავზე თუ არ გადაგვდის ქონება, არა უშავს. დაბრკოლებები, წინააღმდეგობები ყოველთვის არის, რაც აუცილებლად უნდა გაიარო, დროდადრო იწვრთნები.
რაც შეეხება სიახლეებს, ვერ გეტყვით, რომ ხათუნა ორსულადაა ან ნინი თხოვდება, არაფერი ასეთი. უფლის ნებაა, რა როგორ იქნება. მინდა, ნინის ბედნიერება ვუსურვო, იგივე ჩემი შვილია, 8 წლიდან ჩემს ხელში იზრდება.

ლანა კიკნაძე
ჟურნალი “სარკე”

კომენტარები

სხვა სიახლეები