რას ამბობს ვიქტორ სანიკიძე მისი და სოფო ნიჟარაძის რომანის შესახებ

გავრცელდა ხმა, რომ კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მომღერალი სოფო ნიჟარაძე ერთად არიან. მათი რომანის შესახებ ჭორები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სოციალურ ქსელში სოფო ნიჟარაძემ ვიკა სანიკიძის თურქულ “ოლ სტარში“ მოსახვედრად დიდი აქტიურობა დაიწყო. მან გააზიარა ის ბმული, რომლითაც სანიკიძისთვის ხმა უნდა მიგვეცა და, ზაზა ფაჩულიას მსგავსად, მისი ვარსკვლავების თამაშში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა. მათი ფეისბუქ-მეგობრობა ამ ბოლო დროს ძალიან თვალშისაცემი გახდა. როგორც ჩანს, ჭორები სწორედ ამ აქტიურობის გამო გავრცელდა.

Music Box-ი კალათბურთელს ამბის გადასამოწმებლად დაუკავშირდა.

– ვიკა, გავიგეთ, რომ სოფო ნიჟარაძესთან გაქვს რომანი. ასე ამბობენ თბილისში…

ვიკა სანიკიძე:

– ეს რაღაც ახალია. კაი ხანია, ჩემზე ჭორები აღარ გამიგია.

– ანუ სოფოსთან მეგობრობ?

– კი, ძალიან დიდი ხანია ვმეგობრობთ, წლებია…

– კარგი, მაშინ ის მაინც მითხარი, ვინმე თუ არსებობს შენს ცხოვრებაში?

– ვარ თავისუფალი და მშვენივრად ვგრძნობ თავს…

– როგორი გოგონები აკმაყოფილებენ შენს გემოვნებას?

– ცოტა მაღლები, ძალიან გამხდრები – არა. იუმორის მქონე, მხიარული, კარგი ხასიათის, დანარჩენს მივხედავთ (იღიმის). ჰო, და – ძალიან ლამაზიც უნდა იყოს.

წყარო:http://musicbox.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები