რას აკეთებენ გარდაცვლილი ვარსკვლავების შვილები ახლა?

პოლ უოლკერი, ჰიტ ლეჯერი, კურტ კობეინი, ჯონ ლენონი-ეს ცნობილი ადამიანები ჯერ კიდევ ახალგაზრდები დაიღუპნენ. მსოფლიოს კი თავისი ფილმები და მუსიკა დაუტოვეს. სად არიან და რას აკეთებენ მათი შვილები?

პერის ჯექსონი
19 წლის

პერისი პოპის მეფეს მეორე ცოლისგან დები როუსგან შეეძინა, რომელმაც მაიკლს ბიჭიც გაუჩინა. ვაჟიშვილი სოციალურად აქტიურ ცხოვრებას არ ეწევა, პერისი კი რეგულარულად ქმნის მიზეზებს მასზე სასაუბროდ.

იანვარში „შანელის“ რეკლამაში გადაიღეს და მამის სიკვდილზე ღიად ისაუბრა. პერისი ამ წლის თებერვლამდე როკ ჯგუფის წევრ ბოიფრენდთან ერთად ცხოვრობდა. ახლა კი ხმები დადის, რომ ის გოგონას ხვდება.

მატილდა როუზ ლეჯერი
12 წლის

მიშელ უილიამსმა მატილდა 2005 წელს გააჩინა. მსახიობებმა ერთმანეთი „კუზიანი მთის“ გადაღებებზე გაიცნეს. ახალგაზრდა მშობლები ბავშვის გაჩენიდან კიდევ 2 წელი იყვნენ ერთად. 1 წლის შემდეგ კი ჰიტი დაიღუპა.

მატილდას დიდი მომავალი აქვს. 18 წლის ასაკში ის „ოსკარს“ მიიღებს, რომელიც კინოაკადემიამ მამამისს ჯოკერის როლისთვის გადასცა. ლეჯერის პატარას ასევე, ჯონი დეპის, კოლინ ფარელისა და ჯუდ ლოუს ჰონორარები გადაეცემა, ფილმისთვის  “ექიმ პარნასუსის წარმოდგენარიუმი”, რომლებიც მათ ჰიტის სიკვდილის შემდეგ მატილდას მიუძღვნეს.

ფრენსის ბინ კობეინი
24 წლის

კორტნი ლავისა და კურტ კობეინის ქალიშვილი რა თქმა უნდა საყოველთაო ყურადღების ღირსი გახდა. გოგონა მშობლების პოპულარობის ჩრდილქვეშ დიდხანს არ დარჩენილა. ფრენსისი ნიჭიერი და ორიგინალური მხატვარი აღმოჩნდა.

იანვარში ის მარკ ჯეიკობსის მოდის სახლის სახე გახდა. თუმცა, ფრენსის სამოდელო კარიერა არ ხიბლავს, გამონაკლისი მხოლოდ ამ ბრენდისთვის გააკეთა. მხატვრობასთან ერთად თავი მუსიკოსისა და ვოკალისტის რანგშიც მოსინჯა.

შონ ლენონი
41 წლის

შონი ლეგენდარული მუსიკოსის უმცროსი ვაჟია. ჯონს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს ბიჭი, მაგრამ მის მიმართ იმდენი ყურადღება არავის გამოუხატავს, რამდენიც იოკო ონოს შვილის მიმართ გამოიჩინეს. შონის ნათლია ელტონ ჯონია.

ის მუსიკის სამყაროში ბავშვობიდან აღმოჩნდა. დედამისის ჩანაწერებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და მაიკლ ჯექსონთან ერთად მუშაობდა. ახალგაზრდობაში კი სიმღერა ლენი კრავიცთანაც ჩაწერა.
ახლა შონი თავის მეგობართან ერთად ჯგუფ the Ghost of a Sabert Tooth Tiger-ში უკრავს.

მიდოუ რეინ უოკერი
19 წლის

მსახიობის შვილი ჰავაიზე გაიზარდა. როცა 13 წლის გახდა, კალიფორნიაში მამასთან გადავიდა, 2 წლის შემდეგ კი პოლი ავტოკატასტროფას შეეწირა.
მიდოუს მთელი მამის ქონება- 25 მილიონი დოლარი გადაეცემა, რომლის გამოყენებაც 21 წლის შემდეგ შეეძლება.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები