თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მან 4 დღის წინ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოიქცევა იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ–დადებითი იქნება:
„რასაც ვაკეთებ სხვა პაციენტების მიმართ, იმაზე მეტს ჩემს თავს ვერ გავუკეთებ. თუ ვიქნები უსიმპტომო, დავრჩები სახლში, თუ მექნება გამოხატული სერიოზული სიმპტომები – დავწვები საავადმყოფოში. მივიღებ ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ ვუკეთებთ ავადმყოფებს.
ეს არის სისხლის გამათხლებელი, ჟანგბად-დამოკიდებულის შემთხვევაში ეს არის დექსამეტაზონი აუცილებლად, თუ იქნება ბაქტერიული ინფექციები, ანტიბიოტიკებით ჩავიტარებ მკურნალობას. აუცილებლად მივიღებ, ურწმუნოების გასაგონად ვამბობ ამას, “რემდესივირის” იმიტომ, რომ მე პირადად მჯერა ამ მედიკამენტის ეფეტიანობის“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.