“რასაც აკადრებენ რობიკოს და რასაც უწოდებენ, ეგ არ არის ძალადობა? ის ვალდებულია, თავისი მსახიობები დაიცვას” – ნანა ლორთქიფანიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნანა ლორთქიფანიძე “რუსთავი 2-თან”  საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია. ამბობს, რომ მსახიობისა და ტელეწამყვანის, ნინუცა მაყაშვილის მიმართ სოლიდარულია, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ მისთვის ასევე მიუღებელია ის ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც ბოლო დღეებში რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლის, რობერტ სტურუას მიმართ ისმის.

“შემზარა, მერე რაც მოჰყვა ამ ყველაფერს. ფაქტი არის მძიმე, ცუდი, თანავუგრძნობ ნინუცას და ვუცხადებ სოლიდარობას, ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ მერე რაც მოჰყვა, ეს ყველაფერზე უარესია.

რასაც აკადრებენ ბატონ რობერტს, არავინ იცის, ეს სიმართლეა, ტყუილია… ამას დამტკიცება სჭირდება, ხელაღებით ვერ ვიტყვი ვერაფერს, არ შევსწრებივარ, არ მინახავს… არ მგონია, ნინუცა ტყუოდეს, მაგრამ რასაც აკადრებენ რობიკოს და რასაც უწოდებენ, ეგ არ არის ძალადობა? სიტყვიერი ძალადობა ხშირად შეიძლება, კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე – ფიზიკური.

ბატონი რობერტი ვალდებულია, თავისი მსახიობები დაიცვას. ხვალ შეიძლება, ჩემზეც თქვას ვინმემ, რომ მასზე ვძალადობდი, ამიტომ უნდა გამაგდონ თეატრიდან? მისცენ დასს, თეატრის ხელმძღვანელობას საშუალება, თვითონ მიიღონ ზომები და არა – გარეშე პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

ზუსტად მივხვდი, რას ნიშნავდა თავის დროზე სააკაშვილის მხრიდან გამოთქმა , “ჩარეცხვა”, “ჩასარეცხები”, “ჩარეცხილები” – მიაღწიეს ამას, ყველა ავტორიტეტი, თუკი ვინმეს რამე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, გადაევლოთ ამ ადამიანებისთვის ადვილად”, –  უთხრა “რუსთავი 2-ს” რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ნანა ლორთქიფანიძემ.

წყარო: “რუსთავი 2”

კომენტარები

სხვა სიახლეები