„რანაირი დედის დღე დაგვიღამე გიო…“ – წავკისში ავარიისას დაღუპულს ახლობლები ემშვიდობებიან

წავკისში, გვიან ღამით ავტოავარიას სამი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიით გარდაცვლილები: გაგა ლაშქარიშვილი, გიორგი იაშაღაშვილი და გიო თათარაშვილი არიან.
არსებული ინფორმაციით, საჭეს 18 წლის ახალგაზრდა არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
სოციალურ ქსელში გიო თათარაშვილის ბიცოლის პოსტი ვრცელდება:
„რისი უნდა მჯეროდეს ამ ქვეყნად… ჩემი გიო ააღარ არის… ჩემი ბიჭი, ჩემი ტკბილი, ჩემი ყურადღებიანი… რა უნდა ვქნა უშენოდ… ვინ მოვა ყოველდღე სიცოცხლით სავსე, ბიცო რამე ხო არ გინდაო ვინ შემომძახებს… ჩემი პირველი შვილი ხარ-მეთქი გეუბნებოდი და სულ რომ ჩემთან ხარ იმიტომ გგავს ჩემი შვილი მეთქი… ჩემო ტკბილო გიო… დღესაც შემომირბინე დედის დღე მომილოცე… რანაირი დედის დღე დაგვიღამე გიო… მეზიზღება ეს დღე და არავის არავის აღარ მოვალოცინებ არასდროს…“
როგორც “კვირა +”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

სხვა სიახლეები