“რამ გამოგაშტერათ ასე?.. შეეძლოთ ბავშვის გადარჩენა და გულგრილობით გაწირეს” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

სასულიერო პირი თამაზ ლომიძე თერჯოლაში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“რამ გაუქვავა ამ ხალხს ასე გული და რამ დაუჩლუნგა ასე აზროვნება?! იციან, რომ მათ გვერდით 11 წლის ბავშვს ყოველდღე სცემენ, სტანჯავენ, კლავენ და ლაჩრულად გაყუჩებულნი არიან. რა გული გითმენს ნათესავს, მეზობელს ან უბრალოდ შემსწრეს ბავშვს როცა სცემენ და შენ ხმას არ იღებ და არ ეხმარები?! რამ გამოგაშტერათ ასე? ჩემს პირად მტრად ჩავთვლიდი, თავზეხელაღებულივით დავუპირისპირდებოდი და ყოველდღე გამოვიძახებდი პოლიციას, სანამ იმ საწყალ ბავშვს არ წავართმევდი იმ ლოთ და მოძალადე მამას. დამთავრდა, წაართვით, აღარ ეკუთვნის არცერთ მოძალადე მშობელს შვილი. ამათ კი შეეძლოთ ბავშვის გადარჩენა და გულგრილობით და უდარდელობით გაწირეს, გესმით? მოკლეს ბავშვი და ახლა მოსთქვამენ, ეს ვითომ შეწუხებული, მშიშარა მონები,”-წერს დეკანოზი.

კომენტარები

სხვა სიახლეები