რამ ააღელვა ბრიტანეთის პრინცის სიდედრი – კეიტ მიდლტონის დედას დასამშვიდებლად ღვინო დასჭირდა (ფოტოკოლაჟი)
კეიტ მიდლტონის დედა რაგბის დიდი გულშემატკივარი აღმოჩნდა. „თვიკინჰემის“ სტადიონზე მიმდინარე ასპარეზობას რაგბიში, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. საკუთარ ნაკრებს პრინცი ჰარი, და კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონის დედა- ქეროლ მიდლტონი ქომაგობდნენ.
ქვეჯგუფისა და მთლინად ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა მალე ავსტრალიელებმა მასპინძელთა ჩათვლის მოედნისკენ ნაპრალები მოძებნეს და ნელ-ნელა ანგარიშში უპირატესობა მოიპოვეს. თამაშის მიმდინარეობისას, ტრიბუნიდან პრინცის სიდედრი აღელვებისგან ემოცებს ვერ მალავდა. როგორც ბრიტანული ბულვარული გამოცემები წერენ, აფორიაქებულ არისტოკრატ ქალბატონს , დასამშვიდებლად ღვინის მიღებაც კი დასჭირდა. ტაბლოიდების ინფორმაციით, ქეროლ მიდლტონმა მთელი მატჩის დროს საკმაოდ ბევრი ღვინო დალია, რომელსაც თან, ეგრეთ წოდებულ „ჩიპსებს“ აყოლებდა. ვინაიდან რაგბიში მსოფლიო თასზე ტურნირის მასპინძელმა ინგლისმა მორიგი მარცხი იწვნია, სავარაუდოა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის მძახალი, სიმწრისგან სტადიონზე კარგად შეზარხოშდებოდა.
დაპირისპირებისას ინგლისელებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს, თუმცა ბევრი ვერაფერი მოახერხეს და საბოლოოდ, 33-13 წააგეს. ამ წაგებამდე ტურნირის მასპინძლები უელსთანაც დამარცხდნენ, რის შედეგადაც მათ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს. ბოლო ტურის წინ უელსს და ავსტრალიას 13 -13 ქულა აქვთ, მესამეზე მყოფ ინგლისს კი მხოლოდ 6.