“რამშტაინის” სოლისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გერმანული ჯგუფის, “რამშტაინის” სოლისტს, ტილ ლინდემანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “ტელეგრაფი” ავრცელებს. მუსიკოსი აღნიშნული დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, 57 წლის ლინდემანი გასულ კვირას რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას კორონავირუსი აღმოაჩნდა, მოგვიანებით კი პნევმონიის დიაგნოზიც დაუსვეს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები