ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა პირადი დაცვის შემადგენლობაში 6 წლის ბიჭუნა აიყვანა – ამის შესახებ გამოცემა gazeta.ru წერს.
6 წლის მაგომედ ემი გაზიევი გროზნოში მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
როგორც გამოცემა წერს, მას შემდეგ, რაც კადიროვმა მოზარდის მშობლების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ნახა, სადაც ბავშვი კადიროვის ფოტოს კოცნის და აცრემლებული ამბობს, რომ ოცნებობს კადიროვის დაცვაზე და დედ-მამას სთხოვს, ამის უფლება მისცენ, გადაწყვიტა, რომ პატარა ბიჭს ოცნება აუსრულოს.
“დღეიდან აღარაფერზე ვნერვიულობ. მე პროფესიონალი დაცვა გამომიჩნდა – 6 წლის მაგომედი. ბევრი იტყვის, რომ ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა სპეცრაზმისთვის, მაგრამ, მისი ასაკის მიუხედავად, ბიჭი მამაცი და მიზანდასახულია. ის მზადაა, ჩემ გამო ნებისმიერი თავდასხმა მოიგერიოს! მე ის ჩემთან მოვიწვიე და ჩავაბარე პირადი დაცვის მეთაურის პოსტი. ბიჭი აღჭურვილია სრული ამუნიციით – გროზნოს ბავშვთა მაღაზიებში მისთვის აუცილებელი იარაღი და ტრანსპორტია შეძენილი”, – აღნიშნა კადიროვმა ჟურნალისტებთან.
სხვა სიახლეები