რამზან კადიროვის შემოდგომა – ჩეჩნეთის პრეზიდენტის ნოსტალგიური ბავშვობა ფოთოლცვენაში (ვიდეო)

როგორია შემოდგომა რამზან კადიროვის გადმოსახედიდან. ჩეჩნეთის ლიდერმა მელანქოლიური ვიდეო სახელწოდებით “შემოდგომა”, რომანტიკული მინაწერით ფეისბუქში განათავსა. ჩრდილოკავკასიური სახელმწიფოს ლიდერმა სკვერში გაისეირნა და შემოდგომის პეიზაჟებით დატკბა. პარკში მან ნამდვილი ფოთოლცვენა მოაწყო და შემოდგომის ფოთლები თავზე გადაიყარა. ყველაფერთან ერთად, კადიროვი რომანტიკოსიც აღმოჩნდა და საკუთარი ძალები მან პროზაშიც მოსინჯა. გთავაზობთ პრეზიდენტის ჩანახატს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„წელიწადის ყველა დრო თავისებურად კარგია. სიმართლე გითხრათ, მე ყველაზე მეტად შემოდგომა მომწონს… ოქროსფერი ფოთლები ფეხქვეშ შრიალებენ, საღამოები გრილია, ღამეები კი – ბნელი და გრძელი. დღეები უფრო თბილი, თუმცა არა, ცხელი ხდება. მე ვთხოვე მედნი მუსაევს, არ გაეტანა ჩვენი ბაღიდან ჩამოცვენილი ფოთლები. ზოგიერთნი ამბობენ, რომ შემოდგომა ძალიან სევდიანი სეზონია. ზოგიერთს კი ის ძლიერ უყვარს. სიტყვები არ მაქვს – მეც მიყვარს შემოდგომა. შემოდგომა მხოლოდ ზაფხულთან გამოსათხოვარი პერიოდი არ არის, არამედ ის დროა, როდესაც ბუნება გააზრებულად ემზადება ზამთრისთვის, რომლის ყინვების შემდეგაც გაზაფხული დადგება. ასეა ცხოვრება მოწყობილი დედამიწაზე ყოვლისშემძლე ალაჰის მიერ. მე გავისეირნე გუდერმესის (ქალაქი ჩეჩნეთში) ქუჩებსა და სკვერში და სულის სიღრმემდე ვისიამოვნე ამ ოქროსფერი მშვენიერებით. ხიდან ჩამოცვენილ ფოთლებს მიწიდან ვიღებდი და მათ ჰაერში ვყრიდი, როგორც ამას მე მრავალი წლის წინ, ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ვშვრებოდი… “ – წერს ფეისბუქში რამზან კადიროვი.

კომენტარები

სხვა სიახლეები