რამდენს ხარჯავენ ვარსკვლავები თავის მოვლაში

იცოდით, რომ ქეთრინ მიდლტონის ოდნავ გარუჯული კანი მომენტალური ნამზეურის, ხოლო, კიმ კარდაშიანის გრძელი წამწამები სპეციალისტების დამსახურებაა? OK!-მ გადაწყვიტა, გაერკვია, რა თანხის გადახდა უწევთ ვარსკვლავებს იმაში, რომ მუდმივად ფორმაში იყვნენ.

ქეთრინ მიდლტონი

28db0afdc9.images.new_photo.msoflio.ucxoeti.britaneti.keit-midltoni-0001111

დიდი ბრიტანეთის პრინცის, უილიამის მეუღლე, ქეთრინ მიდლტონი ყოველწლიურად, თავის მოვლაში 37 ათას დოლარს ხარჯავს. კვირაში 3-ჯერ ჰერცოგინია თმას სალონში ივარცხნის, 6 კვირაში ერთხელ, თმის შეღებვაზე 11 ათასი ეხარჯება, მანიკიურსა და პედიკიურს რაც შეეხება, ქეთრინი ამ პროცედურებს 2 კვირაში ერთხელ იტარებს და თითო მათგანში 134 დოლარს იხდის.


კიმ კარდაშიანი
19th Annual Elton John AIDS Foundation's Oscar Viewing Party - Arrivals

რეალითი-შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი 2 კვირაში ერთხელ სახის ლაზერულ მკურნალობაში 2000 დოლარს იხდის, თმის მოვლა კვირაში 500 დოლარი უჯდება, დღეში 1 საათს კიმი მასაჟის სალონში ატარებს, რაშიც 95 დოლარს ხარჯავს.


გვენ სტეფანი
1346745734_gwen-stefani-elle-uk-october-2012-_6

კვირაში 3-ჯერ გვენის მანიკიურისა და პედიკიურის სპეციალისტი, მომღერლის ბევერლი-ჰილსში მდებარე ვილას სტუმრობს. თითო ასეთ ვიზიტში გვენი მას 300 დოლარს უხდის, პარიკმახერის მომსახურება, პოპვარსკვლავს წელიწადში 16 ათას დოლარამდე უჯდება, რადგან თმის დაგრძელების პროცედურებს საკმაოდ ხშირად იტარებს, სახის მოვლაში – რაც მოიცავს ჟანგბადის ნიღბებს, პლაზმოლიფტინგს და ლაზერულ თერაპიას, სტეფანი, თითო სეანსში 150 დოლარს იხდის.

ჯენიფერ ენისტონი
1345447104_jen

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი სილამაზის სალონებში, თვეში, საშუალოდ, 12 ათას დოლარს ხარჯავს, აქედან 4 ათასს კოსმეტოლოგში, 565 დოლარს პარიკმახერში, 125 დოლარს კი, მომენტალური რუჯის მიღების პროცედურაში. ასევე, ენისტონს პირადი მწვრთნელიც ჰყავს, რომელსაც თვეში 2000 დოლარს უხდის.


ენ ჰეთეუეი

e1ngv
ახალგაზრდა ვარსკვლავის თმის სტილისტი ჰოლივუდში ამ სფეროში ყველაზე ცნობილი ოსტატი, ტედ გიბსონია, მასთან 1 ვიზიტი ენს 950 დოლარი უჯდება. ჰეთეუეი, თურმე, მხოლოდ ტედს ენდობა და მიუხედავად სიძვირისა, მას არასოდეს ღალატობს.

წყარო: http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები