“რამდენი ხანიც შევძელით, ვმალავდით”– ნინი ქარსელაძე გათხოვდა

ნინი ქარსელაძე გათხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“ჩემი შვილი გათხოვდა… უკვე დიდი ხანია!
რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისა და განსაკუთრებით იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილსა და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა. და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ჰქვია.
ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ”, – წერს ჟორდანია “ფეისბუქზე”.

კომენტარები

სხვა სიახლეები