რამდენი წელი ცხოვრობს სინამდვილეში ყვავი

ამბობენ, ყვავი 200, 300 წლის განმავლობაში ცოცხლობსო. ასეა თუ არა სინამდვილეში? ჩვენ, ადამიანებს და უბრალო მოკვდავებს, ეს კითხვა დიდი ხანია გვაწუხებს! საინტერესოა, რომ ფრინველების ცხოვრების ხანგრძლივობა ღია და დახურულ სივრცეში ერთმანეთისგან განსხვავდება და, ადამიანებისგან განსხვავებითაც, დახურულ სივრცეში მყოფ ფრინველებს, როგორც წესი, უფრო გრძელვადიანი ცხოვრება აქვთ. დახურულ სივრცეში ყვავი 75 წელი ცოცხლობს, თავისუფლებაზე კი – მხოლოდ 10-15 წელი.
სხვათა შორის, ადამიანებს ყვავებთან ძველი დროიდან ძალიან თავისებური დამოკიდებულება ჰქონდათ. ყვავის ეშინოდათ, როგორც სიკვდილის სიმბოლოსი, ზოგიერთ კულტურაში კი მათ, როგორც ტყუილისა და ეშმაკობის ღმერთებს, ეთაყვანებოდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები