რამდენიმე საათში არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსზე საკუთარ პირველ ხომალდს გაუშვებს

რამდენიმე საათში არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსზე  საკუთარ პირველ ხომალდს გაუშვებს. ეს იქნება არაბული სამყაროს პირველი კოსმოსური ფრენა სხვა პლანეტისკენ.
სპორტული ავტომობილის ზომის კოსმოსური ხომალდი, სახელად „ჰოუფი“ (Hope) მარსისკენ მგზავრობას შვიდ თვეს მოანდომებს. მას შემდეგ, რაც ის იქ მივა, შეისწავლის წითელი პლანეტის ატმოსფეროს; ამისათვის კი დააკვირდება, როგორ ურთიერთქმედებს ატმოსფერო მზის ქართან და მონიტორინგს გაუწევს წყალბადისა და ჟანგბადის დანაკარგებს
ხომალდი 15 ივლისს, თბილისის დროით 00:51 საათზე იაპონიიდან, ტენაგაშიმას კოსმოსური ცენტრიდან გაეშვება.
თუ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, ხომალდი „ჰოუფი“ მარსის ორბიტაზე 2021 წლის თებერვალში მიაღწევს და პლანეტას ზემოდან ორი წლის განმავლობაში შეისწავლის.
გაშვებას შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლაივსტრიმზე ან იაპონური გამშვები პროვაიდერის, Mitsubishi Heavy Industries-ს სტრიმზე.

წყარო: 1tv

კომენტარები

სხვა სიახლეები