ახლა არ დავიწყებ როგორ ვოცნებობდი ბავშობიდან ჟურნალისტობაზე და როგორ აღმოვჩნდი ამ სფეროში სულ სხვა პროფესიიდან… მაგრამ აი ეს ბოლო წლები, რაც მედიაში ვტრიალებ რამდენიმე ოქროს წესი ავითვისე.
#1 ჟურნალისტმა ყველაფერი იცის!
[რაც არ იცის იმას არც ამბობს]
#2 ბევრს კითხულობს!
[ყველაფერი რომ იცოდეს]
#3 სათქმელს ამბობს მოკლედ და გასაგებად
[ოფიციალური დოკუმენტებიდან იღებს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ინფოს და წერს უბრალო მოკვთავთათვის გასაგები სტილით]
#4 სტატიის/სიუჟეტის შესავალი ყველაზე მნიშვნელოვანია!
[ოღონდ არავითარი “სკანდალი” და “ექსკლუზივი”]
#5 ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას კითხვას სვამს…. ლექციის წაკითხვის ნაცვლად!
[თუ საინტერსო კითხვა არ აქვს, არ ტეხავს რომ გაჩუმდეს]
#6 Facebook-ის პოსტებიდან შექმნილი ნიუსებით წინ ვერ წავალთ
[წერს/ყვება მხოლოდ ხალხისთვის მნიშვნელოვან ამბებს]
#7 სანამ რამეს იტყვის, აუცილებლად გადაამოწმებს!
ჰო, სანამ ამ ლექციას ჩაგიტარებდით დიდხანს ვიფიქრე, ბევრი ვიკითხე და ყველაფერი გადავამოწმე
წყარო:https://tsituris.wordpress.com