რამდენად ჰარმონიულია თქვენი და თქვენი პარტნიორის თავსებადობა – ზუსტი გათვლები

საიმისოდ, რომ მარტივად გავიანგარიშოთ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს, რამდენად ვეწყობით, ათვლა უნდა დავიწყოთ თავად ჩვენი ნიშნიდან და მომდევნო თორმეტი ნიშნის მიხედვით, რიგითობით განვიხილოთ, ის თუ რომელ ნიშანთან რა სახის ურთიერთობის პერსპექტივა გვაქვს ემოციური ურთიერთგაგების კუთხით. ასე მაგალითად, თუკი თქვენ ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადეთ, ხოლო თქვენი პარტნიორი მორიელის ზოდიაქოს განეკუთვნება ათვლა უნდა დავიწყოთ შემდეგი პრინციპით: ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი. გამოდის, რომ იგი თქვენთვის მეოთხე ნიშანია. მონახეთ ეს ციფრი ქვემოთ მოყვანილ დახასიათებაში და გაეცანით მას. ხოლო თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთი და იმავე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ხართ, გაეცანით დახასიათებას – “ციფრი ერთი”.

ციფრი ერთი – “მე და ჩემი ანარეკლი სარკეში” – თქვენ ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს, იმდენად, რომ ხშირად ერთმანეთის კომპანიაში თავისებურად იღლებით კიდეც. მართალია, თქვენ შორის შესაძლოა იყოს ინტერესების, პრიორიტეტებისა და ცხოვრებისეული პრინციპების თანხვედრა, მაგრამ როგორც წყვილს ასტროლოგები გირჩევენ, მაქსიმალურად დაკავდეთ ცალ-ცალკე საკუთარი საქმიანობით, რათა “მოკლე ჩართვა” აიცილოთ თავიდან ოჯახურ ურთიერთობაში.

ციფრი ორი – “მე და ჩემი სპონსორი” – ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ამ ორის ურთიერთობა ანგარებაზეა დაფუძნებული. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ჩვენი მეორე ნიშანი, ყველაზე საუკეთესო დამხმარე, მზრუნველი და ფინანსური თანაშემწეა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, ურთიერთობა განსაკუთრებული გრძნობებით რომც არ დაიწყოს, იგი წლების მერე საკმაოდ ძლიერ მიჯაჭვულობასა და ურთიერთგაგებაში გადაიზრდება.

ციფრი სამი – “მე და ჩემი თანამოსაუბრე” – მესამე ნიშანთან, როგორც წესი, ადამიანებს საუკეთესო ვერბალური კომუნიკაციის უნარი აკავშირებთ. მსგავს წყვილს ყოველთვის აქვს თემა სასაუბროდ და უნარი აქვთ ერთმანეთის ნაკლი მეტ-ნაკლებად შენიღბონ, ხოლო ღირსება ერთიორად წარმოაჩინონ. ერთადერთი, რასაც ასტროლოგები მათ ურჩევენ, ეს ურთიერთობაში თანასწორობის პრინციპის დაცვაა.

ციფრი ორთხი – “მე და ჩემი მონათესავე სული” – მეოთხე ნიშანთან ჩვენი დამოკიდებულება, როგორც წესი თავიდანვე უჩვეულო სითბოს გრძნობით იწყება. ხშირად ამ ადამიანში, ჩვენ შეიძლება საკუთარი მშობლების თვისებები ამოვიცნოთ ან პარალელი გავავლოთ მათთან. ზუსტად ამ ადამიანთან გვიჩნდება სურვილი, ვისაუბროთ საკუთარ პრობლემებზე და ეჭვი არ შეგვეპაროს იმაში, რომ იგი ჩვენ ტკივილს ბოლომდე გაიგებს. ამგვარი წყვილის ქორწინება საკმაოდ სტაბილური და ხანგრძლივია, განსაკუთრებით მაშინ თუ მამაკაცი აღმოჩნდება ქალის მეოთხე ნიშანი.

ციფრი ხუთი – “მე და ჩემი მიჯნური” – ადამიანთან, რომელიც ჩვენთვის მეხუთე ნიშანს წარმოადგენს, როგორც წესი, “ერთი ნახვით შეყვარების” პრინციპი მოქმედებს. ხშირად ასეთი წყვილი, ქორწინების გარეშე ურთიერთობებითაა დაკავშირებული და მათი რომანის შესახებ თაობებს რჩება მოგონება.

ციფრი ექვსი – “მე და ჩემი მენტორი” – მეექვსე ნიშანთან, ადამიანებს, როგორც წესი, გააზრებული, დაგეგმილი და აბსოლუტურად გათვლილი ურთიერთობა აკავშირებთ. ასეთი წყვილი, ხშირად საერთო ბიზნესის ან სამსახურეობრივი ურთიერთობის შედეგად იღებს ქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას. მათი კავშირი მყარი, მაგრამ ზედმეტ რომანტიზმს მოკლებულია.

ციფრი შვიდი – “მე და ჩემი საპირისპირო პოლუსი” – ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, ოპოზიციური ზოდიაქოს ნიშნები წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, პარტნიორი, რომელიც ჩვენთვის მეშვიდე ნიშანია, სავარაუდოდ იმ თვისებების

გამო გვიზიდავს, რომელიც ჩვენში არ არის, ან არის ნაკლებად. ასეთი წყვილისთვის საიმისოდ, რომ ქორწინება ბედნიერი იყოს, აუცილებელია ურთიერთობაში თანასწორობის პრინციპის მაქსიმალური დაცვა.

ციფრი რვა – “მე და ჩემი ბატონი” – მერვე ნიშანთან ურთიერთობა, ადამიანისთვის, როგორც წესი, ფატალური კავშირის სინონიმია. ასეთი ადამიანები ერთმანეთთან მძაფრი ვნებებითა და მესაკუთრული გრძნობებით არიან დაკავშირებული. ჩვენი მერვე ნიშანი არის ის, ვისაც გააჩნია უნარი, ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქციოს, თუკი ურთიერთობაში ბევრი ნეგატივი დაგროვდა. ამასთან ერთად, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სწორედ მერვე ნიშანთან გვაქვს პერსპექტივა იმისა, რომ დაშორების შემდეგ სამუდამო მტრებად დავრჩეთ.

ციფრი ცხრა – “მე და ჩემი ინტელექტუალური ნახევარი” – მეცხრე ნიშანთან ჩვენ ყველაზე ხშირად ინტელექტუალური ურთიერთობა გვაკავშირებს. მისგან, როგორც კარგი მასწავლებლისგან ჩვენ ბევრს ვსწავლობთ და ვიმეცნებთ. აქედან გამომდინარე, ადამიანთან, რომელიც ჩვენი მეცხრე ნიშანია, შესაძლოა საერთო პროფესიული ინტერესები ან ჰობი გვაკავშირებდეს.

ციფრი ათი – “მე და ჩემი პრომოუტერი” – მეათე ნიშანს, ჩვენ ცხოვრებაში კარიერული ზრდის პერსპექტივა და პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა მოაქვს. ზუსტად ამ ადამიანის წყალობით შეგვიძლია გავიცნოთ საჭირო და კომპეტენტური ადამიანები. იგი დაგვეხმარება ასევე იმაში, რომ ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ საზოგადოებაში.

ციფრი თერთმეტი – “მე და ჩემი კეთილი ფერია” – მეთერთმეტე ნიშანი, ეს ის ადამიანია, რომლის საშუალებითაც ჩვენ შანსი გვეძლევა ცხოვრებაში, ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულებას შევასხათ ფრთები. მეთერთმეტე ნიშნის პარტნიორი, ჩვენთვის პირველ რიგში საუკეთესო მეგობარი და თანამოაზრეა, ამიტომ ურთიერთობაში ნებისმიერი სახის მესაკუთრული თვისებების გამოვლინებამ, შეიძლება დიდწილად დააზიანოს თქვენი კავშირი.

ციფრი თორმეტი – “მე და ჩემი ფარული ინტრიგა” – მეთორმეტე ნიშანთან ურთიერთობისას, როგორც წესი, ადამიანები ყველაზე ხშირად კარგავენ რეალობის შეგრძნებას და მზად არიან ამ უკანასკნელის გამო წარმოუდგენელ მსხვერპლზეც კი წავიდნენ. ზუსტად ამ ურთიერთობისას გვახასაითებს ილუზიების ტყვეობაში ყოფნა და სასურველის რეალობად მიღება. ასეთი კავშირები, როგორც წესი, ხანმოკლეა და ხშირად, გაურკვევლი მიზეზით სრულდება, ან თავად მეთორმეტე ნიშნის პარტნიორი ცდილობს შეგვზღუდოს და გვაკონტროლოს.

წყარო:http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები