ყოფილი მოჭიდავე რამაზ ნოზაძე მეუღლეს, ხატია სიჭინავას სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის.
“ვერ ვხვდები ერთ რაღაცას, შესაძლებელია, კაცი იყოს ისეთი ბედნიერი როგორიც მე ვარ? არ ვიცი ამას რატომ ვწერ. დამიძახეთ გიჟპოეტა, რაც გინდათ დამიძახეთ, მკიდია. არასდროს არ მომბეზრდება შენთან ერთად გიჟობა, არასდროს არ დამავიწყდება ის პირველი წამი, როდესაც დავინახე ის სიღრმე, რაშიც გადავეშვი მთელი ჩემი არსით და დღესაც იმ სიღრმისეულ კრატერში ვეშვები.
მადლობა იმისთვის გმირად, რომ მაქციე და ჩემს გოგოებს მეფე რომ აჩუქე. არ მომბეზრდება ორი ჯადოსნური სიტყვის თქმა, მაგრამ ეს მოგვიანებით. როცა წასვლა მიწევს სადმე და შენ ჩემს გვერდით არ ხარ, ყოველი ერთად გატარებული წამი მახსენდება და ის ფიქრი მტანჯავს, რატომ არის ცხოვრება ასეთი ხანმოკლე და არა უსასრულო.
მინდა, არ მთავრდებოდეს დილის გაღვიძება და შენი დანახვა, რომ გეუბნები – უფრო მაგრად მიყვარხარ!!!
სულ არ მაინტერესებს არც მსოფლიო ჩემპიონობა, არც რამე ღირებულება. შენი გულისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლი მკიდია.
შენ ხარ ის არარეალური სიყვარული, რომელიც ღმერთისეულია.
დღესაც ვერ ვიჯერებ იმას, რომ ღმერთმა ეს სიყვარული მაჩუქა და ის ჩემი დაკარგული მეორე ნახევარი მაპოვნინა, რომელსაც 7 მილიარდი ადამიანი ეძებს დედამიწაზე. მადლობა ღმერთს, დედაშენის და მამაშენის სიყვარულის ნაყოფად რომ შთაგბერა და მეც რომ გამხადა ღირსი ამ ქვეყნად ჩამოვეგდე.
მადლობა ჩემი სამი პრინცესასთვის. მადლობა იმისთვის, რომ მაძლევ ძალას ამ უსახურ ქვეყანაში სიყვარულის გარდა ვერაფერს ვხედავ! მინდა, სიბერეშიც ვხედავდე იმ ნაღვლიან სიღრმეს, რომელიც ასეთი ლამაზია. ჩემო ცხოვრება, ამ ქვეყანაზე სიყვარული თუ არსებობს, მაშინ მე ეს ვიპოვე შენში. და თუ ხვალ თავში აგური დამეცემა და მოვკვდები, ჩემს საფლავზე დაწერე “ღმერთის გამოცდა ჩაბარებულია” და ის ორი ჯადოსნური სიტყვა “მიყვარხარ ხატი”.- წერს რამაზ ნოზაძე