რაიან რეინოლდსს ხაჭაპური მოსკოვში რუსულ კერძად წარუდგინეს (ვიდეო)

მსახიობი რაიან რეინოლდსი ფილმზე „დედპული“, სცენარისტებთან და რეჟისორთან ერთად, 11 წელი მუშაობდა. ის ფილმში მთავარ როლს თავადვე ასრულებს. მანამ, სანამ ფილმის პრემიერა შედგება, მისი სარეკლამო კამპანია დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში მსახიობი ფილმის ჯგუფთან ერთად მოსკოვსაც ეწვია, სადაც მსახიობს ქართული ხაჭაპური რუსულ კერძად წარუდგინეს. მსახიობი ხაჭაპურით აღფრთოვანებული დარჩა.
რუსი ჟურნალისტების კითხვაზე, როგორი იქნებოდა „დედპული“, რუსი რომ ყოფილიყო, რეინოლდსმა განაცხადა:
„დედპული“ რომ რუსი ყოფილიყო, მისი საყვარელი კერძი, „ჩიმიჩანგის“ მაგივრად, ხაჭაპური იქნებოდა“.
ფილმის „დედპულის“ მსოფლიო პრემიერა 11 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

სხვა სიახლეები