რაზე ესაუბრა თვითმკვლელობის დღეს 15 წლის გოგონა მეგობარს

რამდენიმე დღის წინ ჟვანიას ქუჩაზე 15 წლის გოგონა მეხუთე სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი გოგონას მეგობარი მასზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“ჩემო ყველაზე ლამაზო, მხიარულო, და კეთილო გოგო! სულ მემახსოვრები ისეთი მხიარული, როგორიც იყავი! ყველაზე კარგად მახსოვს შენთან ერთად გატარებული დრო და არასდროს დამავიწყდება, რაც გვაქვს ერთად გაკეთებული! გპირდები, რომ ცხოვრების ბოლომდე შევინახავ ყველა წერილს და ნახატს, რასაც მაძლევდი ხოლმე! ზარი დარეკილი რომ არ იყო და უკვე მეოთხე სართულიდან ჩემს კლასთან რომ იყავი! არ ვიცი, მართლა შენ გარეშე ვერ წარმომიდგენია ვერაფერი! არასდროს დამავიწყდება შენი გაუჩერებელი წუწუნი იმაზე, რომ ტუჩი არადროს გირჩებოდა…. შენი ხარხარი და ჩახუტება!
ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, ნუ ავრცელებთ ამ უაზრო ჭორებს, მით უმეტეს, როცა არ იცით არაფერი! რეალური მიზეზი არც იცის არავინ და ძალიან გთხოვთ! ჩემს თავს არ ვპატიობ იმას, რომ როცა დამირეკე და მითხარი, მაპატიე ყველაფერი, რასაც დღეს საღამოს გაიგებო, იმ წამსვე არ მოვედი შენთან და არ გავარკვიე ყველაფერი! მიყვარხარ, ჩემო ანგელოზო და ყველაზე მეტად მენატრები!”, – წერს დაღუპული გოგონას მეგობარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები