რაზე აფრთხილებდა სიკვდილამდე სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას

14 მარტს, 76 წლის ასაკში ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა. ფიზიკოთეორეტიკოსებს შორის, ჰოკინგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერი იყო. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროები კოსმოლოგია და კვანტური გრავიტაცია იყო.
“თუ ადამიანებს გადარჩენა სურთ, უახლოესი 200 წლის განმავლობაში დედამიწა უნდა დატოვონ” – ეს ჰოკინგის მიერ გარდაცვალებამდე თვეებით ადრე გაჟღერებული მკაცრი გაფრთხილებაა. ლეგენდარულ ფიზიკოსს სწამდა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე შეიძლება ასტეროიდის დაცემამ, ხელოვნურმა ინტელექტმა ან უცხოპლანეტელების მიერ დაპყრობამ შეიწიროს. ის ასევე მიანიშნებდა გადაჭარბებული მოსახლეობის, ადამიანთა აგრესიის და კლიმატის ცვლილების საფრთხეების შესახებ, რომლებსაც კაცობრიობის თვითგანადგურებამდე მიყვანა შეუძლია. ჰოკინგის რწმენით, ადამიანების გადარჩენის ერთადერთი შანსი კოსმოსში ახალი ცხოვრების დაწყებაა…

კლიმატის ცვლილება
ჰოკინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში გლობალურ დათბობას უკავშირდებოდა. “ჩვენი ფიზიკური რესურსები შემაშფოთებელი სისწრაფით მცირდება. ჩვენს პლანეტას გლობალური დათბობის სახით საშინელი საწამლავი გადავეცით. ზრდადი ტემპერატურა, პოლარული ყინულის შემცირება, ტყეების გაჩეხვა და ცხოველური სამყაროს განადგურება- ეს ყველაფერი დაუფიქრებელი მოქმედებების შედეგია” – ასეთია მისი გაფრთხილება, რომელიც მან ივლისში გააჟღერა. მისი თქმით, ერთხელაც დედამიწაზე ტემპერატურა პლანეტა ვენერას მსგავსად 460 ცელსიუსს მიაღწევს, თუკი მავნე გამონაბოლქვებს არ შევამცირებთ.
“თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც კლიმატის ცვლილებას უარყოფს, მოუწყვეთ მას მოგზაურობა ვენერაზე. ამის საფასურს მე გადავიხდი” – ხუმრობდა ის. ჰოკინგს ასევე სწამდა, რომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა პარიზის კლიმატის შეთანხმება, ჩვენი პლანეტა საბოლოოდ გაწირა და რომ ეს ნაბიჯი ჩვენი “მშვენიერი პლანეტის” მომავალი თაობებისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა.
“ჩვენ იმ ნიშნულს ვუახლოვდებით, როცა გლობალური დათბობა შეუქცევადი გახდება” – განუცხადა ფიზიკოსმა BBC-ს გასულ წელს.
ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანის ჩანაცვლების საშიშროება
ჰოკინგის მტკიცებით, ხელოვნური ინტელექტი მალე ისეთ დონეს მიაღწევს, რომ “ის სიცოცხლის ისეთი ახალი ფორმა იქნება, რომელიც ადამიანს გადაასწრებს”.
მეცნიერი იმდენად შორს წავიდა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანის მთლიანად ჩანაცვლება იწინასწარმეტყველა, თუმცა კონკრეტული დროითი მონაკვეთი არ დაუსახელებია. “თუკი ადამიანებს კომპიუტერული ვირუსების შექმნა შეუძლიათ, გამოჩნდება ვინმე, ვინც გაუმჯობესებულ და დუბლირების უნარის მქონე ხელოვნურ ინტელექტს შექმნის… ხელოვნური ინტელექტის აპოკალიფსის საშიშროება დგება და ამ ტექნოლოგიის გასაკონტროლებლად მართვის გარკვეული ფორმაა საჭირო” – ამბობდა ის.
ჰოკინგმა ადამიანებს მეცნიერებით მეტად დაინტერესებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში “მძიმე შედეგებს” უნდა ველოდოთ

ადამიანური აგრესია

image
2015 წელს მეცნიერებათა მუზეუმში ჰოკინგს დუსვეს კითხვა, თუ რომელი ადამიანური ნაკლის შეცვლას ისურვებდა. მან უპასუხა, რომ აგრესია კაცობრიობის უდიდესი მარცხია, მას “ ყველაფრის განადგურება შეუძლია’’ და სწორედ ამის გამოსწორებას ისურვებდა.
“ ამან შესაძლოა გამოქვაბულებში ცხოვრების დროს გადარჩენას, მეტი საჭმლის და ტერიტორიის ქონას და გამრავლებისთვის საჭირო პარტნიორის ყოლას შეუწყო ხელი, თუმცა დღეს მას ყველაფრის განადგურება შეუძლია’’ ციტირებს მეცნიერის სიტყვებს Independent-ი.
ჰოკინგი შიშობდა, რომ ევოლუციამ აგრესია ადამიანთა გენებში “ ჩააშენა’’ და კონფლიქტების შემცირების არცერთი ნიშანი არ ჩანდა.სამხედრო ტექნოლოგიის და მასობრივი განადგურების იარაღის განვითარებამ ეს ინსტიქტი კიდევ უფრო სახიფათო გახადა. მისი აზრით, საუკეთესო ადამიანური ინსტიქტი თანაგრძნობა იყო და მას დედამიწის მოსიყვარულე ადგილად გადაქცევა შეეძლო.
უცხოპლანეტელები
ჰოკინგის რწმენით თუ ოდესმე უცხოპლანეტელებს გადავეყრებით, ისინი გაგვანადგურებენ.
“რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მარტო არ ვართ’’ ამბობს ის ვიდეოში სახელად “ სტივენ ჰოკინგის საყვარელი ადგილები’’. Gliese 832c პლანეტაა კოსმოსში, რომელიც უცხოპლანეტელების სავარაუდო სამყოფლად მიიჩნევა. ჰოკინგის თქმით “ ერთ დღეს შეიძლება Gliese 832c-ის მსგავსი პლანეტისგან სიგნალი მივიღოთ და ჩვენ პასუხის დაბრუნება უნდა შეგვეძლოს. უფრო განვითარებულ ცივილიზაციასთან შეხვედრა შეიძლება ქრისტეფორე კოლუმბის და ადგილობრივი ამერიკელების შეტაკებას ჰგავდეს, რაც არც ისე კარგად დამთავრდა  ჰოკინგი ხელმძღვანელობდა “ ინოვაციური მოსმენის პროექტს’’ იმის გასაგებად, მართლა არსებობდა თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტებზე. მისი რწმენით უცხოპლანეტელები ჩვენზე გაცილებით ძლიერები იქნებიან და მათთვის ადამიანის ღირებულება იმდენივე იქნება, რამდენიც ჩვენთვის ბაქტერიის.
ჭარბი მოსახლეობა
ჰოკინგი ამტკიცებდა, რომ კაცობრიობა “მყიფე’’ დედამიწაზე 1000 წელსაც ვერ გაძლებს.
კემბრიჯში ჩატარებული შეხვედრისას მან ადამიანის მიერ სამყაროს წარმოშობის გაგების მთელი ევოლუციური პროცესი განიხილა :მითებით დაწყებული უახლესი M თეორიით დამთავრებული.მისი რწმენით, კოსმოსის შესწავლა ადამიანების მომავლისთვის უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან ისინი დედამიწაზე დიდხანს ვერ გაატანენ. ამაზე ან ბირთვული ომი ან ინჟინერიული ვირუსი ან სხვა უბედურება იზრუნებს.
“ ეცადეთ გაიაზროთ რას ხედავთ და ზოგადად როგორ არსებობს ეს სამყარო.იყავით ცნობისმოყვარე და როგორიც არ უნდა ჩანდეს ცხოვრება, ყოველთვის იქნება რაღაც, რისი გაკეთებაც წარმატებით შეიძლება. უბრალოდ, არ უნდა დანებდეთ.”

წყარო:http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები