ჟურნალ National Geographic-ის ყდაზე ტრანსგენდერი ბავშვის ფოტო გამოაქვეყნეს

ჟურნალ National Geographic-ის ყდაზე პირველად ისტორიაში ტრანსგენდერი ბავშვის ფოტო დაბეჭდეს. საუბარია 2017 წელის იანვრის ჟურნალზე. მასზე 9 წლის ევერი ჯექსონის ფოტო იქნება გამოქვეყნებული. ის უკვე ოთხი წელია საკუთარ თავს გოგონად მიიჩნევს.
როგორც National Geographic-ის რედაქციის წარმომადგენლები აცხადებენ, სოციალურ ქსელებში ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ იქ ასობით კომენტარი დაიწერა – ზოგიერთი მათგანი დადებითი იყო, ზოგი კი ძალზე ნეგატიური.
National Geographic-ის იანვრის გამოცემა ბავშვებს და მის ცხოვრებაზე სქესის გავლენას ეხება.

კომენტარები

სხვა სიახლეები