ჟურნალმა „ფორბსმა“ 2015 წლის ყველაზე მდიდარი მომღერლები დაასახელა (ფოტოკოლაჟი)

ჟურნალმა „ფორბსმა“ მომღერლების შემოსავლების მიხედვით, მათი ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის შედგენისას გამოიყენეს კვლევის სხვადასხვა ბაზა, მომღერლების აგენტების, მენეჯერების და იურისტების მონაცემები, ხშირად კი კვლევა თავად მომღერლების ინტერვიუებს ეფუძნებოდა. როცა მომღერლების შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა, ის არცერთ ვარსკვლავს არ გაუპროტესტებია და მათი ფინანსების რაოდენობა არ უარუყვია. ნიშანდობლივია, რომ 2013 წელს გამარჯვებული მადონა უკვე მეორე წელია ყველაზე მაღალშემოსავლიანი და მდიდარი მომღერლების ათეულში ვეღარ ხვდება. ამის მიზეზად ჟურნალი იმას ასახელებს, რომ მადონა ბოლო დროს მსმენელს ახალი სიმღერებითა და კონცერტებით არც ისე ხშირად ანებივრებს.
ჩამონათვალში პირველი ადგილი მომღერალმა ქეით პერიმ დაიკავა, მეორე ადგილი კი წილად ტეილორ სვიფტს ერგო.

1. ქეით პერი – 135 მილიონი დოლარის მფლობელია. პერი ერთბაშად 4 პოზიციით დაწინაურდა.წინა წელს ის სიაში მე-5 ადგილს იკავებდა. თავისი ტურნეს ფარგლებში იგი მსოფლიოს მასშტაბით მსმენელის წინაშე 126- ჯერ წარდგა, თითოეული კონცერტიდან მან შემოსავლის სახით დაახლოებით 2 მილიონი დოლარი მიიღო. კონცერტების გარდა, ის რამდენიმე რეკლამშიც გადაიღეს, რამაც მას აგრეთვე მსხვილი შემოსავლები მოუტანა.

Кэти Перри (Katy Perry) за 2015 год заработала $135 млн

 

2. მეორე ადგილზეა ტეილორ სვიფტი – 80 მილიონი დოლარი. ტეილორ სვიფტს ჟურნალი თანამედროვეობის ყველაზე სტაბილურ შემსრულებლად ასახელებს, მის ყოველ ახალ ალბომს მისთვის ახალი პრიზი მოაქვს. მისი თაყვანისმცემლები კი მშვიდად ითმენენ მის ექსპერიმენტებს მუსიკაში, რომელიც ხშირად ქანთრიდან პოპში გადადის. ტეილორმა ერთი წლის წინ ალბომი „1989“ გამოუშვა, რასაც მსოფლიო ტურნე მოჰყვა. წლის განმავლობაში მან შემოსავლის სახით 64 მილიონი მიიღო.
Тейлор Свифт (Taylor Swift) — $80 млн

 

3. მესამე ადგილზეა ფლიდვუდ მაკი – 59,5 მილიონი დოლარი.
ქალთა მუსიკალურ რეიტინგში როკმუსიკის დინოზავრის ყოფნა ალბათ გაკვირვებას იწვევს, მაგრამ ჟურნალის მიერ დადგენილი წესებით, ეს სავსებით შესაძლებელია. მიმდინარე წლის განმავლობაში მან 86 კონცერტი გამართა.
Группа Fleetwood Mac — $59,5 млн

 

4. მეოთხე ადგილზეა ლედი გაგა – 59 მილიონი დოლარი. ბოლო დროის ყველაზე ექსტრავაგანტული მომღერალი დაბრუნდა. გასულ წელს ის „ფორბსის“ სიაში მეათე ადგილს იკავებდა. მიმდინარე წელს ის მსმენელის წინაშე 66 -ჯერ წარდგა და რამდენიმე კარგი სარეკლამო კონტრაქტიც გააფორმა, მათ შორის მან შემოთავაზება რეკლამაზე ვერსაჩეს სახლისგანაც მიიღო.
Леди Гага (Lady Gaga) — $59 млн

 

5. მეხუთე ადგილს კი ბიონსე იკავებს – 54,5 მილიონი. გასული წლის სიის ლიდერი ბიონსე, წელს მხოლოდ მეხუთე ადგილს იკავებს. ბიონსემ მიმდინარე წლის განმავლობაში შტატებში 18 კონცერტი გამართა, გარდა ამისა, ის „პეფსის“ და „ლორეალის“ რეკლამაშიც გადაიღეს. ჯამში, მან ბრიტნი სპირსს, ჯენიფერ ლოპესს, მერიან კერის, რიანას და მირანდა ლამბერტს გაუსწრო.
Бейонсе (Beyonce) — $54,5 млн

კომენტარები

სხვა სიახლეები