გაზეთ „ალიას“ ჟურნალისტი „მძიმე კაცთან“ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა. წამყვანი ჟურნალისტის მიერ სასტუმრო „რედისონის“ ნომერში დანახული სექსის თემით დაინტერესდა, რომლის შესახებაც ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა.
წამყვანის კითხვაზე, მან, მართლაც, დაინახა ნომერში სექსი თუ გამოიგონა, ჟურნალისტმა უპასუხა: „დიახ, მე მართლა დავინახე ნომერში სექსი. რომ გადავთვალე მოგვიანებით, ფოიეს ჩათვლით ეს მე-16 სართული გამოდის. ჩემს შვილს ვუთხარი, ჩხუბობენ-მეთქი, მაგრამ მე ჭიდაობას და სექსს, ყოველ შემთხვევაში, ვარჩევ. ძალიან შესამჩნევი იყო, მთავარია, დაგენახა. ქვემოთ ხალხი ამაზე იცინოდა, ავიხედე და შემრჩა ხელში ეს „ქუნქური“, – განაცხადა ნინო ლაბარტყავამ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]