ირაკლი მამალაძე
საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტესა და ჟოზეფინა დე ბორნეს ამპირის უნიკალური საძინებელი თბილისშია.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ანტიკვარული ნივთი ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში მცხოვრები ოჯახის საკუთრებაა. ჩვენ შეგნებულად არ ვსახელებთ მფლობელის ვინაობას, თუმცა ექსკლუზიურად გთავაზობთ ფოტოსურათებს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ამ ფოტოებმა ფრანგი სპეციალისტები საგონებელში ჩააგდო. ექსპერტიზის წინასწარი შედეგებით, ეს ხელოვნების ნიმუში ნამდვილად საფრანგეთის საკუთრებას უნდა წარმოადგენდეს. უნიკალური ავეჯის ისტორიის შესწავლას სპეციალისტები განაგრძობენ და უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლასა და ხელოვნების ნიმუშის დეტალურ დათვალიერებას გეგმავენ. თუმცა იმის ვარაუდს, რომ საძინებელი ნამდვილად იმპერატორს ეკუთვნოდა, საწოლზე გამოსახული ნაპოლეონისა და ჟოზეფინას ფიგურები იძლევა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, უნიკალური ავეჯის ნახვის საშუალება უკვე მიეცათ საფრანგეთის ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებს.
როგორ აღმოჩნდა ჟოზეფინასა და ნაპოლეონის საძინებელი საქართველოში, რა გზა გამოიარა და რას ჰყვებიან მისი ქართველი მფლობელები წაიკითხეთ გაზეთ ,,პრაიმ ტაიმის” ორშაბათის ნომერში.
წყარო: primetimenews.ge