ჟანა ფრისკეს მამას, სიძე შვილიშვილის ნახვის უფლებას არ აძლევს – მოხუცი საავადმყოფოში გულის შეტევით მოათავსეს

ჟანა ფრისკეს გარდაცვალებიდან 5 თვე გავიდა. მომღერლის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელსაც 2 წელი ებრძოდა. ფრისკეს გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრებს ურთიერთობა დაეძაბათ. მომღერლის მამა – ვლადიმერ ფრისკე, სიძესთან დაპირისპირების გამო საავადმყოფოში გულის შეტევით უკვე მეორედ მოხვდა. მომღერლის ოჯახს მათი სიძე შვილიშილთან შეხვედრის უფლებას არ აძლევს. ამის შესახებ ოჯახმა უკვე საჩივარი დაწერა და ეცდებიან, სამართლებრივად დაავალდებულონ ფრისკეს ქვრივი, რომ ბებია-ბაბუას შვილიშვილის ნახვის უფლება მისცეს.

„ გული ვეღარ უძლებს. ნერვიულობის ნიადაგზე შაქარმაც მომიმატა. ჩვენი ოჯახი მუდმივ ტანჯვას განიცდის, რადგან შეპელევი შვილიშვილთან შეხვედრის უფლებას არ გვაძლევს. ჩვენ მისგან არაფერი გვჭირდება, მხოლოდ ვითხოვთ, რომ შვილიშვილთან შეხვედრის ნება დაგვრთოს. უკვე ნახევარი წელია, ბავშვს არ გვაკარებს, ეს კოშმარია. ძალა თითქმის აღარ გვაქვს“, – აცხადებს ვლადიმერ ფრისკე.

როგორც ფრისკეს მამა აცხადებს, ბავშვი, ძირითადად, ჟანა ფრისკეს პირად კოსმეტოლოგთან – ოქსანა სტეფანოვასთან, არის. „როცა ჟანა ავადმყოფობდა, ქსიუშა მას უვლიდა. მე ვფიქრობდი, რომ ის მისი მეგობარი იყო, მაგრამ გამოირკვა, რომ ის თურმე მის ქმართან დაახლოებას ცდილობდა. ახლა ეს ქსიუშა მუდმივად ჩემი სიძის და შვილიშვილის სახლშია“, – ამბობს ვლადიმერ ფრისკე.

კომენტარები

სხვა სიახლეები