ჟანა ფრისკეს მამამ მომღერლის ქმარსა და შვილზე თავდასხმა შეუკვეთა

ჟანა ფრისკეს გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახში დაპირისპირებათა ციკლი არ წყდება. მომღერლის ქმარსა და ფრისკეს მამას შორის უთანხმოება დღითიდღე მწვავდება. როგორც გარდაცვლილი მომღერლის მამა – დიმიტრი შეპელევი აცხადებს, მას თავს უცნობი მამაკაცები დაესხნენ, რომელთაც ჟანა ფრისკეს მამა, ვლადიმერ ფრისკე ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა მოსკოვის ცენტრში, საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის კადრებმა, რომელზეც თავდასხმა და თავდამსხმელებს შორის ვლადიმერ ფრისკეა ასახული.

შეპელევს, რომელიც თავდამსხმელებს გაურბის, მისი და ფრისკეს მცირეწლოვანი შვილი უჭირავს ხელში. დიმიტრი შეპელევსა და სიმამრს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან შვილი – პლატონი, ბაბუის სახლიდან წამოიყვანა და ფრისკეს ოჯახს არ აძლევდა ბავშვის ხშირად ნახვის საშუალებას. ამის გამო ფრისკეს მამა სიძეს დაემუქრა, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდა. საპასუხოდ შეპელევმა სიმამრს პოლიციაში უჩივლა.

12351015_437753109753413_1793573046_n 12336056_437753106420080_1985715272_n

12346844_437753103086747_1671368295_n

კომენტარები

სხვა სიახლეები