რუსი მომღერლის, ჟანა ფრისკე და – ნატალია მისი დის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
შეგახსენებთ, ჟანა ფრისკე უკვე წელიწადზე მეტია ტვინის კიბოს ებრძვის. მკურნალობის კურსი მან ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის კლინიკებში გაიარა. „ჟანას მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც იყო, არანაირ გაუარესებაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ნატალიამ.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი შეუძლოდ არის. გამოცემა Super-ს მამამისის სიტყვებიც კი მოჰყავდა: „ჩვენ საქმე ცუდად გვაქვს, ჩემი შვილის მდგომარეობა გაუარესდა, ჟანა ძალიან ცუდად არის“, – აცხადებდა ჟანა ფრისკეს მამა.
სხვა სიახლეები