ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ ეთერში მიმდინარე სპეციალური ფორმატის გადაცემის დროს თქვა, რომ შეყვარებულია. განცხადება გაკეთდა გადაცემაში – „წლის შედეგები ვლადიმერ პუტინთან“, რომლის ფარგლებშიც რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებისა და მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა. შესაბამისი კითხვა მას სწორედ დარბაზში დამსწრე ერთ-ერთმა ქალბატონმა დაუსვა, რასაც მან მოკლედ უპასუხა: „დიახ“.
რია ნოვოსტი-ს ცნობით, უფრო ადრე პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ „ერთი ნახვით სიყვარული“ შესაძლებლად მიაჩნია.
წყარო – https://www.youtube.com/shorts/oR2hNEqvBWQ