პროექტი “გახდი სასამართლოს მეგობარი” დაინერგა

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა” 2016 წლის აგვისტოს დაიწყო “გახდი სასამართლოს მეგობარი” პროექტის განხორციელება.

სასამართლოს მეგობრის ინსიტიტუტის დანერგვა განპირობებულია იმ პოზიტიური შედეგის მიღების სურვილით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა.

სასამართლოს მეგობარი არის დაინტერესებული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეში. იგი უფლებამოსილია, სასამართლოს საქმის არსებით განხილვამდე, 5 დღით ადრე წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება.

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” მიერ წარმოდგენელი “გახდი სასამართლოს მეგობარი” პროექტი შედგება სამი ეტაპისაგან:

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები: საინფორმაციო შეხვედრები უნივერსიტეტებში.

აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე 2016 წლის სექტემბრიდან- ოქტომბრის ჩათვლით ორგანიზაცია სხვადასხვა უნივერსიტეტის 20 იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს შეარჩევს, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგი სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ. მათ ექნებათ 2 კვირა იმისათვის რათა დაწერონ საკუთარი პოზიციები ორგანიზაციის მიერ შეთავაზებულ საქმეებთან დაკავშირებით. ყელაზე მაღალი ხარისხის ნაშრომების ავტორები გადავლენ პროექტის მეორე ეტაპზე. პროექტის მონაწილეებსა და კონკურსანტებს შეარჩევს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა ორგანიზაციებისა და უწყებების წარმომადგენლებით.

მეორე ეტაპისათვის 20 მონაწილიდან მხოლოდ 4 – 6 სტუდენტი შეირჩევა, რომლებსაც მიეცემათ 1 თვე რათა ინდივიდუალურად იმუშაონ შერჩეულ საქმეებზე და მოამზადონ სასამართლო მეგობრის პოზიცია. ჟიური გამოავლენს 2 გამარჯვებულს, მომზადებული პოზიციების მიხედვით.

გამარჯვებული 2 კანდიდატი 6 თვის განმავლობაში განაგრძობენ მუშაობას სუპერვაიზერის მეთვალყურეობის ქვეშ სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, როგორც სასამართლოს

პროექტის მიზანია სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის გაძლიერება – პოპულარიზება, მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და სასამართლოსადმი ნდობის ზრდა და ასევე საზოგადოებაში სასამართლო მეგობრის ინსტიტუტისადმი ინფორმაციულობის დონის ამაღლება.

სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არ არსებობის გამო, “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” პროექტის ფარგლებში ჩაატარებს კვლევა-გამოკითხვას, რომლის შემდგომაც შესწავლილ იქნება პროექტის დაწყებამდე და დასრულების შემდგომ სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის არსებული მდგომარეობა საქართველოში. გამოიკითხებიან სასამართლოს თანამშრომლები და სასამართლოს მეგობრის თემასთან დაკავშირებული სხვა საჯარო პირები, რათა ნათლად აისახოს არსებული მდგომარეობა და პროექტის გავლენა აღნიშნული მიმართულებით.

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს თბილისში არსებულ სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩაატარებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველემბა უნდა შეავსონ ელექტრონული აპრლიკაცია (აპლიკაციის ფორმა იხ. www.cci.ge-ზე). აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 31 ოქტომბერი.
პროექტი დაფინანსებულია: ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.

პროექტის პარტნიორები არიან: თბილისის საქალაქო სასამართლო, ყოფილი მოსამართლე ზაზა მეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულებისა გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი. მედია მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო სააგენტო “პირველი”, საინფორმაციო სააგენტო “ლიბერალი” და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო “მედია კლუბი”.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 597 79 73 11 – ლაშა გიორგაძე
577 05 61 17 – შოთა როსტომაშვილი

E-mail: civilinvolvement@gmail.com

აპლიკაციის ფორმის ლინკი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc90MozKi19js-fxOxeivlNk4lq5rashW2lnP_pi-jL1MPr6g/viewform

კომენტარები

სხვა სიახლეები