პროდუქტები, რომლებიც არასოდეს ფუჭდება

1. თაფლი

თაფლის დადებით თვისებებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. პროდუქტი უნიკალურია და მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. ყველაფერთან ერთად, მისი პლუსი კიდევ ისიცაა, რომ არასოდეს ფუჭდება და ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი მისი გამოყენება. შესაძლოა, თაფლმა შეიცვალოს ფერი ან კრისტალებად იქცეს. ასეთ დროს საჭიროა, თაფლი ჩაასხათ ქილაში და ქილა თბილ წყალში მოათავსოთ, პერიოდულად კი მოურიოთ სასურველი მასის მიღებამდე.

2. ბრინჯი

ბრინჯი ყოველთვის მარტივი გამოსავალია. ნახსენები პროდუქტის არცერთი ჯიში არასოდეს ფუჭდება. გამონაკლისი მხოლოდ “ყავისფერი” ბრინჯია, რადგან ის ზედმეტად ცხიმიანია და მისი დიდხანს შენახვის დროს სასარგებლო თვისებები ქრება.

3. თეთრი ძმარი

ნებისმიერი ოჯახისთვის თეთრი ძმარი გამოსადეგი პრუდუქტია. ხშირად გაგვიგია მოსაზრება ძმარზე, რომ მისი დიდი რაოდენობით შეძენისას ჩვენი ჯიბე დაზარალდება, რადგან თუ ვერ გამოვიყენებთ მას, გაფუჭდება. ეს მოსაზრება მცდარია. ტემპერატურის ცვლილებაც კი არ უშლის პროდუქტს ხელს, სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს.

4. ვანილის ექსტრაქტი

ხშირად ამბობენ, რომ ვანილი და ვანილის ნამდვილი ექსტრაქტი იდენტურია. სინამდვილეში, ეს მოსაზრება მცდარია. ვანილი მარტივად ფუჭებადია, ვანილის ნამდვილი ექსტრაქტი კი არასოდეს გაფუჭდება, რადგან დამზადებულია ალკოჰოლისგან.

5. მარილი

მარილსა და მის სასარგებლო თვისებებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მარილის დიდი რაოდენობით გამოყენება არ არის სასურველი. ზემოხსენებული პროდუქტი ნებისმიერი რაოდენობით შეგვიძლია, მოვიმარაგოთ, რადგან არასოდეს გაფუჭდება.

6. სიმინდის სახამებელი

სიმინდის სახამებელიც იმ პროდუქტების სიაშია, რომლებიც ვარგისიანობის ვადას არასოდეს დაკარგავს. თუმცა, ამ პროდუქტს განსაკუთრებულად სჭირდება ტემპერატურის კონტროლი. სასურველია, შეინახოთ ჰერმეტულ კონტეინერში, გრილ ადგილას.

7. შაქარი

შაქარი, მარილის მსგავსად, რაოდენობით არ უნდა მოიხმაროთ. სასარგებლოა, მაგრამ აქვს თავისი უარყოფითი ჩვენებები, რაზეც თანამედროვე მედიცინა უკვე საუბრობს. სასურველია, რომ შაქარი მწერებს მოარიდოთ და ჰერმეტულ ქილაში, გრილ ადგილას მოათავსოთ.

8. ალკოჰოლი

ალკოჰოლს ტემპერატურის კონტროლი ნამდვილად სჭირდება. ის ჩვენს სიაში ყველაზე მეტად იხდენს “ძველის” სტატუსს. რაც უფრო ძველია ალკოჰოლი, მით მეტადაა საინტერესო ყველასთვის – იზრდება მისი ფასი და დაგემოვნების სურვილი.

9. ლობიო

ლობიო, ისევე, როგორც ბრინჯი, კვებით ღირებულებას არასოდეს კარგავს და ნებისმიერ დროს გაპოვნინებთ გამოსავალს. გემოს გარდა, მისი უნიკალურობა სწორედ ესაა.

10. ხსნადი ყავა

ხსნადი ყავის შენახვა ოთახის ტემპერატურაზეც შეგიძლიათ და – მაცივარშიც. შესაბამისად, ის არ დაკარგავს გემოსა და კვებით ღირებულებას.

წყარო: genius.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები