“პრობლემები ელით კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს” – მიხეილ ცაგარელის ყოველდღიური პროგნოზი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 24 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე „ფორტუნასთან“ საუბრობს:

„მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:28-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ეცადეთ მაქსიმალურად აკონტროლოთ ემოციები, დაიცვათ სიმშვიდე და გამოიჩინოთ თავშეკავება ადამიანებთან ურთიერთობაში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში გასარკვევად, ინტელექტუალური პოტენციალის და კომპეტენციის გამოსავლენად. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ზედმეტი საკვების და ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და სუნთქვის ორგანოებს, აუცილებლად ჩაიცვით თბილად, რადგან მაღალია გაცივების ალბათობა.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ოქროსფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, მარგალიტი, ზურმუხტი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის, პრობლემები ელით კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები