პრინც ჰარის და მისი რჩეულის შესახებ ფილმს გადაიღებენ

პრინც ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, სატელევიზიო ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ ამერიკული პორტალი „Deadline» იუწყება. ფილმს კომპანია „Lifetime» გადაიღებს. ფილმის სახელწოდებაა „ჰარი და მეგანი: სიყვარულის სამეფო ისტორია“
ფილმის შემქმნელები გეგმავენ მსახიობის და პრინცის ურთიერთობის ჩვენებას მათი პირველი შეხვედრიდან. როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ამ დროისთვის კასტინგი მიმდინარეობს. პრემიერის თარიღი ჯერ-ჯერობით არ ცხადდება, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ფილმი, წყვილის ქორწილამდე, 11 დღით ადრე იქნება ნაჩვენები.

კომენტარები

სხვა სიახლეები