პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

​პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბრიტანეთის სამეფო ტახტის პირდაპირი მემკვიდრე, ამჟამად, თვითიზოლაციაში მეუღლესთან, კამილასთან ერთად იმყოფება.

ამის შესახებ კლარენ-ჰაუსის განცხადებაშია ნათქვამი.

“უელსის პრინცმა კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა და ის დადებითი აღმოჩნდა. მას დაავადების სუსტი ნიშნები აქვს, თავს კარგად გრძნობს და სახლიდან მუშაობს, როგორც ამას უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები