პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს კარტოფილის, ბრინჯისა და პასტის ჭამა არ შეუძლიათ – დედოფლის აკრძალვები სამეფო ოჯახში
მიუხედავად იმისა, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს და პრინც უილიამსა პირადი მზარეულების არმია ჰყავთ, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი რამ მოამზადონ, რასაც ისინი ისურვებენ, აღმოჩნდა, რომ მათ გარკვეული პროდუქტების მიღება არ შეუძლიათ, მიზეზი კი დედოფალ ელისაბედია, როგორც სამეფო ოჯახის ყოფილმა შეფ-მზარეულმა განაცხადა მენიუდან ამოღებულია კარტოფილი, ბრინჯი და პასტა, განსაკუთრებით კი ვახშამზე.
შეფ-მზარეულის განმარტებით, ეს წესი იმიტომ შემოიღეს, რომ დედოფალს ნახშირწყლები არ უყვარს და ვახშმის მენიუდან ის სამუდამოდ ამოიღეს.