პრინცმა ჰარიმ და დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ უპასუხეს გამოწვევას, რომელიც ვიდეორგოლის სახით ბარაკ და მიშელ ობამას მიერ იყო ჩაწერილი. ვიდეოში ობამას წყვილი ამბობს, რომ სამხედრო ვეტერანების საქველმოქმედო თამაშებში Invictus Games ამერიკელი სამხედროები გაიმარჯვებენ, – აცხადებს CNN-ი. „გამარჯობა, პრინც ჰარი, გახსოვს, გვისურვებდი თამაშებისთვის Invictus Games მოგვემზადა? გეშინოდეს შენი სურვილების“, – ამბობენ ბარაკ და მიშელ ობამა. და ამატებენ – „ბუმ“ მინიშნებით, რომ ამერიკელები გაიმარჯვებენ. ეს ჩანაწერი აშშ-ს პირველი ლედის ტვიტერში იყო გამოქვეყნებული. თამაშების Invictus Games აშშ-ში ჩატარების ინიციატორი პრინცი ჰარი იყო. მან ბებიასთან, ელისაბედ II-სთან ერთად საპასუხო ვიდეო ჩაწერა, რომელიც კენსინგტონის სასახლის ტვიტერში გამოქვეყნდა. ვიდეორგოლში ჰარის ტელეფონზე მოდის შეტყობინება მიშელ ობამასგან იმ დროს, როდესაც პრინცი ბებიასთან ერთად ათვალიერებენ Invictus Games-ს ბუკლეტს. გამოგზავნილი ვიდეოს ნახვის შემდეგ დედოფალი ამბობს: „ბუმი? სერიოზულად? მართლა?“ პრინცი ჩაიცინებს, ამერიკელი სამხედროს ჟესტს იმეორებს და საკუთარ „ბუმს“ ამატებს მინიშნებით, რომ საქველმოქმედო თამაშებში გაიმარჯვებენ ბრიტანელები.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=zJAbU4BqOH8&feature[/youtube]