ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ გეი შვილი ეყოლებოდა – ამის შესახებ გამოცემა pagesix წერს
“მხოლოდ იმაზე ვიღელვებდი, საზოგადოება როგორ მიიღებდა ამ ამბავს”, – განაცხადა პრინცმა ჰარიმ.
პრინცი იმყოფებოდა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ახალგაზრდა ლგბტ თემის წარმომადგენლებთან მუშაობს, სადაც კითხვა დაუსვეს, რა რეაქცია ექნებოდა, მისი შვილი რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ყოფილიყო. “ნორმალურად მივიღებდი, არანაირი პრობლემა, უბრალოდ, საზოგადოების რეაქციაზე ვიღელვებდი, როგორ მიიღებდნენ ამ ფაქტს”, – განაცხადა პრინცმა ჰარიმ.