ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უინძორში მდებარე ახალ რეზიდენციაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამის შესახებ ინფორმაციას The Mirror-ი ავრცელებს. მეგანმა და პრინცმა ჰარიმ ახალ სახლში პირველი სტუმარიც მიიღეს – მეგანის ვიზაჟისტი, დენიელ მარტინი, რომელმაც ქორწილში მარკლის სილამაზეზე იზრუნა.