პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ქორწინების 5 წლისთავს აღნიშნავენ (ფოტო, ვიდეო)

დღეს სამეფო ოჯახი გაბედნიერების 5 წლისთავს აღნიშნავს. 2011 წლის 29 აპრილს პრინცმა უილიამმა თავის რჩეულზე – ქეით მიდლტონზე იქორწინა. უილიამმა ქეითი მრავალი წლის წინ სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაიცნო. წლების შემდეგ კი ჰერცოგინია მდიდარ საქორწინო კაბაში ვესტმინსტერის სააბატოში მამასთან ერთად იდგა. მან ქალიშვილი ახალ ცხოვრებაში გააცილა. იმ მომენტიდან, როდესაც ქეითმა თქვა: „დიახ“ 2000 სტუმრის წინაშე და მთელ მსოფლიოში მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ – ბევრი რამ შეიცვალა.
ქეითი და უილიამი ორი შვილის, მათ შორის ტახტის მემკვიდრის, ჯორჯის მშობლები გახდნენ. გარდა ამისა, წყვილმა საკუთარი პოზიციები ქვეყნის და მსოფლიოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში განამტკიცეს. ელისაბედ II წყვილს სულ უფრო მეტ ვალდებულებებს აკისრებს, სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები კი აღნიშნავენ, რომ ყოველ ახალ გამოსვლასთან ერთად ქეითს თავდაჯერებულობა ემატება, მისი სტილი კი სულ უფრო და უფრო იდეალური ხდება.
kensingtonchristmas17122015-1 william13072915-1 marathon24042016-1                                          kattad160416-4

კომენტარები

სხვა სიახლეები