პრინცი ვილიამი და პრინცი ჰარი “ვარსკვლავური ომების” პრეზენტაციას პრინცესების გარეშე დაესწრნენ

ლონდონში ფილმის “ვარსკვლავური ომები – უკანასკნელი ჯედაი” ევროპული პრემიერა შედგა.
პრემიერას სამეფო ოჯახის წარმომადგენლები პრინცი ჰარი და პრინცი ვილიამიც დაესწრო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები პრემიერაზე მეუღლეების გარეშე გამოჩნდნენ.
მათ, წითელ ხალიჩაზე, სხვა ცნობილ პირებთან ერთად გაიარეს.
Albert Hall-ში ფილმის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა, რომელსაც 400-მდე გულშემატკივარი ესწრებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰარიმ და ვილიამმა ფილმში მონაწილეობაც მიიღეს – ისინი საგას ახალ სერიაში სტორმტრუპერების როლში თამაშობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები