პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი ჩაჩავას კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც “პრაიმტაიმნიუსს” ჩაჩავას კლინიკიდან აცნობეს, ანა მარგველაშვილს ოპერაცია უტარდება. ინფორმაციას მიმღებ განყოფილებაშიც ადასტურებენ.
ჩაჩავას კლინიკაში იმყოფება პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ანას მეუღლე, გიგი ჩიჩუა.