პრეზიდენტის თანაშემწეებისთვის 360 აბი ვიაგრა შეიძინეს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პაკ კინ ხეს ადმინისტრაციამ დეკემბერში ვიაგრასა და მისი ანალოგების 360 აბის შესყიდვაზე გასცა თანხმობა. ამის შესახებ The Guardian წერს.
პრეზიდენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აბები პრეზიდენტის თანაშემწეებისთავის შეიძინეს, როგორც სიმაღლესთან დაკავშირებული ჰიპოქსიის საწინააღმდეგო საშუალება, ისეთ ქალაქებში სამოგზაუროდ, როგორიც ეთიოპიის, უგანდისა და კენიის დედაქალაქებია – ისინი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს. პრეზიდენტის პრესსპიკერი განმარტავს, რომ სამხრეთ კორეელი ექიმები ხშირად უნიშნავენ ვიაგრას ალპინისტებს, რათა სიმაღლესთან დაკავშირებული დაავადებების დაძლევაში დაეხმარონ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიაგრასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სკანდალის ფონზე გავრცელდა.

წყარო: http://1tv.ge/ge/news/view/142197.html

კომენტარები

სხვა სიახლეები