“პრეზიდენტის გზავნილი არის ჩვენი საყვარელი რუსეთის განვითარების განსაზღვრა” – დიანა ღურწკაია კაბის გამო გააკრიტიკეს

რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო პალატის წევრი, დიანა ღურწკაია კაბის გამო გააკრიტიკიეს, რომელიც მას დღეს, ვლადიმერ პუტინის ფედერაციის სათათბიროსადმი მიმართვის დროს ეცვა.

როგორც წესი, ასეთ ღონისძიებაზე შედარებით მუქ, ზედმეტი პრინტების გარეშე სამოსს ირჩევენ.

ღურწკაიას თქმით კი, მისი კაბა “უადგილო არ ყოფილა”.

“პრეზიდენტის მიმართვა – ყოველთვის არის ჩვენი საყვარელი ქვეყნის რუსეთის შემოქმედებითი განვითარების მიმართულების განსაზღვრა. და ნათელი მომავლისკენ დღევანდელი მუხტი შეუძლებელია არ შთაგაგონებდეს. ამიტომ, მგონია, რომ ჩემი იმიჯი უადგილო არ ყოფილა”,- თქვა მან.

კომენტარები

სხვა სიახლეები