კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი დაცვის წევრის, ზვიად მესხის მეუღლე, ქეთი კალანდარიშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
„ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება,”მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული” და თუ ფული თავზე საყრელად გაქვს, შეგიძლია ადამიანებიც გაწირო. ხუთი შვილის მამა და კიდევ ორი ადამიანი, მხოლოდ იმისთვის დაჭრა სასიკვდილოდ, რომ შენ გართობას ვიღაცამ ხელი შეუშალა. ეს ჩემი მეუღლეა, რომელიც სასწაულებრივად და მადლობა ღმერთს, გადარჩა. თუმცა, პოტენციური მკვლელი ისევ თბილისის ქუჩებში მშვიდად დადის, რადგან 30000 გადაიხადა და გაათავისუფლეს. სამი დღეა ჩუმად ვარ და არაფერი მითქვამს ამის შესახებ, რადგან იმედი მქონდა სამართალდამცველებისა და მთავრობის, თუმცა ახლა ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს”, – წერს ქეთი კალანდარიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ და დაჭრილი მეუღლის ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, კლუბ “ბასიანის” დაცვის ორი თანამშრომელი და ერთი პოლიციელი დაჭრეს. სასამართლო პროცესზე, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდებულს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
„კვირას“ ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტში ბრალდებული ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის უფროსი ვაჟი, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა.