უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„უკრაინელები ძალიან მადლობლები არიან ქართველების, რომლებიც უკრაინაში 2014 წელს ჩამოვიდნენ, რათა უკრაინის სუვერენიტეტი დაეცვათ“, – წერს პოროშენკო „ტვიტერზე“.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ 19 ივლისს ბათუმში ხელი მოეწერება ოდესისა და აჭარის რეგიონებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
სხვა სიახლეები